|
2021-09-09 14:15:25, 599 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - კორონავირუსის ახალი ე.წ. „მიუ“ შტამის გავრცელება ახალ რისკებს ქმნის
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის ახალი - "მიუ" შტამის გავრცელება ბუნებრივია, ახალ რისკებს ქმნის. "რისკები მას თეორიულად შესაძლოა ჰქონდეს, თუმცა, ეს უფრო მაღალი იქნება თუ უფრო ნაკლები "დელტა" და სხვა შტამებთან შედარებით, ამის თქმა ამ ეტაპზე რთულია. ერთადერთი, რასაც ყველა დაბეჯითებით ამბობს, "მიუ" და სხვა ახალ შტამებთან მიმართებით არის ვაქცინაციის აუცილებლობა. რაც სწრაფად მოხდება მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაცია, ინდივიდუალურ ქვეყნებში, ასევე გლობალურად ეს არის მთავარი გადარჩენა. დაშვება არის, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს არის, მათი ბუნებიდან და ტექნოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, არის ეფექტური. მთავარია სწრაფი ვაქცინაცია. ახალი შტამის გავრცელება ბუნებრივია, ახალ რისკებს ქმნის. რამდენად სწრაფად გავრცელებადი იქნება ეს შტამი, ძალიან რთულია ამაზე ახლა, ამ ეტაპზე საუბარი. მთავარი დაცვა არის ის, რომ ახალ შტამს დახვდეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში იმუნური ძლიერი ფენა. ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა და გაფართოება 60-ის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. იმიტომ, რომ ახალი შტამი "მიუ" იქნება თუ რამე სხვა გადავიტანოთ და დავხვდეთ მას მაქსიმალური დაცვით," - განაცხადა გაბუნიამ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)