|
2021-09-09 13:22:45, 657 ნახვა
საზოგადოება
როგორ დავიცვათ საბანკო ბარათების უსაფრთხოება
ციფრულად ტრანსფორმირებულ სამყაროში საბანკო ბარათით ან თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ელექტრონული საფულის საშუალებით გადახდა აღარავის აკვირვებს. ჩვენი პირადი საფულეები სავსეა ფერად-ფერადი პლასტიკური, მათ შორის საბანკო ბარათებით. მათი შესაძლებლობები სულ უფრო იზრდება. ბარათის კომფორტი პანდემიამაც გამოკვეთა, როდესაც ნაღდ ფულთან შეხება არცთუ სასიამოვნო პროცესი გახდა. თუმცა, პლასტიკური ბარათით გამარტივებული ცხოვრება მხოლოდ იქამდე შეიძლება გაგარძელდეს, ვიდრე მისი მოხმარების უსაფრთხოებისა და კონფედენციალურობის წესებს დავიცავთ. გიზიარებთ რჩევებს, რომლებიც თქვენი საბანკო ბარათების უსაფრთხოებაში დაგეხმარებათ: · არ დატოვოთ ბარათი უყურადღებოდ. არ გადასცეთ სხვა პირს, რესტორანში, ბენზინგასამართ სადგურზე ან სხვა ნებისმიერ ადგილზე გადახდისას. · არავის გაუზიაროთ ბარათის მონაცემები და არავის გადაუგზავნოთ მისი ფოტო. ·ბარათის მეგობრისთვის ან ნებისმიერი პირისთვის თხოვება სარისკოა. სარისკოა ბარათის პინკოდის ან მობილურზე მოსული ერთჯერადი სმს კოდის სხვისთვის გადაცემა. · ნურავის გაუზიარებთ ხმამაღლა თქვენი ბარათის ნომერს. შესაძლოა, მას ის ადამიანიც ისმენდეს, ვისაც ბარათის მონაცემების ბოროტად გამოიყენება შეუძლია. · ბარათის დაკარგვის ან დაკარგვის ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაბლოკეთ ის ინტერნეტბანკის ან ქოლცენტრის საშუალებით. წყარო: ფინანსური განათლების პლატფორმა ედუფინი
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)