|
2021-09-09 13:05:18, 470 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, კემლინ ფურლისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული საერთაშორისო დაცვის სისტემა და მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს. ალექსანდრე დარახველიძემ კემლინ ფურლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმა გააცნო, რომლის მიზანია საერთაშორისო დაცვის პროცედურების ეფექტიანობის გაზრდა. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრა თავშესაფრის პოლიტიკისა და მისი საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესების გეგმებზე, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი თავშესაფრის სისტემის კიდევ უფრო დაახლოებას საუკეთესო ევროპულ სტანდარტთან. მხარეები აღნიშნულ პროცესში საქართველოში გაეროს ლტოლვილთა ოფისის აქტიურ ჩართულობაზე შეთანხმდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ კემლინ ფურლის და უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)