|
2021-09-07 16:33:37, 703 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე-ოპოზიცია ცოტა პასიურობს , უფრო მეტად გააქტიურდით, რომ სხვა რაღცვებს არ დააბრალოთ თქვენი მორიგი მარცხი არჩევნებში
ოპოზიცია ცოტა პასიურობს და სჯობს, უფრო მეტად გააქტიურდეთ რომ შემდეგ სხვა რაღაცებს არ დააბრალოთ თქვენი მორიგი მარცხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში-ამის შესახება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ამასთან მისი თქმით,სხდომები განახლდება, არჩევნების შემდეგ და მეორე მოსმენით მიუბრუნდებიან ამ კანონპროექტის განხილვას. „ჩვენ ვართ მთლიანად გადართული საარჩევნო რეჟიმზე, დღესაც კი ძალიან გაგვიჭირდა დეპუტატების შეკრება, გამომდინარე იქიდან, რომ მაჟორიტარები არიან რეგიონებში, არამაჟორიტარები არიან შესაბამის საარჩევნო ოლქებში, მუშაობენ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, პარლამენტს მოუწევს იმ რეგულაციით სარგებლობა, რომელიც არის განსაზღვრული რეგლამენტში და რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში სხდომები, როგორც წესი, არ ტარდება. სხდომები განახლდება, ბუნებრივია, არჩევნების შემდეგ და ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ მეორე მოსმენით მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ არჩევნებისთვის, ოპოზიცია ცოტა პასიურობს და სჯობს, უფრო მეტად გააქტიურდეთ რომ შემდეგ სხვა რაღაცებს არ დააბრალოთ თქვენი მორიგი მარცხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში,“- განაცხადა კობახიძემ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)