07:16 - 23 Jul, 2026
|
2021-09-06 11:56:17, 617 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ნარკოტესტის ჩაბარების შემდეგ - მოვუწოდებ ყველა ჩემს ოპონენტს, გააკეთოს ანალოგიური და საზოგადოებას წარუდგინოს შედეგები
თბილისის მერმა ნარკოტესტი ჩააბარა. სამხარაულის ეროვნული ბიუროს დატოვების შემდეგ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ოპონენტებსაც მოუწოდა, რომ საზოგადოებას შედეგები წარუდგინონ. „ანალიზები ჩავიტარე და სუფთა ვარ ყველანაირად. შესაბამისად, სუფთა არჩევნები და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება მნიშვნელოვანი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის. ასევე, მოვუწოდებ ყველა ჩემს ოპონენტს, გააკეთოს ანალოგიური და საზოგადოებას წარუდგინოს შედეგები. მინდა მივმართო ასევე სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომ მათ აქვთ უფლება, ეს შედეგები გაასაჯაროვონ და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)