|
2021-09-04 17:19:01, 652 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ძალიან გავიდნენ თავს
კატასტროფა, ქვეყნის გენოციდი ხდება ხალხის დახოცვასთან ერთად. ეს ის ივანიშვილი არაა, ხალხს რომ ეუბნებოდა, გერმანიაში მოგაწყობთ, სამსახურზეო? მე რომ ყველას მოვუწოდებდი დაბრუნდით, ჩავდიოდი, ვეხვეწებოდი, ეს ეუბნებოდა წადით მოგვშორდით,-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში გაანაცხადა. მისი თქმით, მისი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობიდან 8 წელში, ჩვენ გვქონდა პოზიტიური მიგრაციული ბალანსი. „მეგობრებო, ჩვენ ძალიან შევეჩვიეთ იმას, რომ ათასგვარ ტყუილებს საუბრობენ, მთელი ეს წლები „ვატარებთ“, ვიძახით, „არ გვინდა წარსულზე საუბარი, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის, გავიდა წლები და ხალხს დაავიწყდა“. დღეს ივანიშვილმა თავისი მატლის მეშვეობით გამოაგდო არნახული ტყუილი, რომ სააკაშვილის დროს 200 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან და ჩვენ დროს 100 ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდაო, ეს არის აბსოლუტური სიცრუე! სტატისტიკის დეპარტამენტში, ყოველ შემთხვევაში, 2 წლის წინ, ჯერ კიდევ იდო ციფრები სანამ არ გადააკეთეს, რომ ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობიდან 8 წელში, ჩვენ გვქონდა პოზიტიური მიგრაციული ბალანსი. ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი არ გადიოდა ქვეყნიდან. უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე გადიოდა. იცით, რატომ? სამსახურებში ჩვენ ვაწყობდით არა ნათესაობით, ახლობლობით, ნეპოტიზმით, ჩაწყობით, ფულით, არამედ ვინც დამსახურებული იყო, განათლება ჰქონდა და კვალიფიკაცია. ახალგაზრდობა ქვეყანას აღარ ტოვებდა. ამათ დროს, შარშანდელი მონაცემებით 700 ათასი გავიდა და წელს უკვე დაემატა მინიმუმ 100 ათასი. კატასტროფა, ქვეყნის გენოციდი ხდება ხალხის დახოცვასთან ერთად. ეს ის ივანიშვილი არაა, ხალხს რომ ეუბნებოდა, გერმანიაში მოგაწყობთ, სამსახურზეო? მე რომ ყველას მოვუწოდებდი დაბრუნდით, ჩავდიოდი, ვეხვეწებოდი, ეს ეუბნებოდა წადით მოგვშორდით, აქ დაგვტოვეთ მარტო მე ბერა, „ანტუნი“ და დანარჩენი მონები. უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე შექმნა მსოფლიოში. შეწყვიტეთ ამ ცოფიანების ტყუილების „გატარება“! ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ძალიან გავიდნენ თავს. საჭიროა ყველაფერს პასუხი გავცეთ, ვისაც ბრძოლის უნარი აქვს, ასეთია საქართველოს უმეტესობა არ ვგულისხმობ პოლიტიკოსებს. ყველამ „ფეისბუქზე“ თავის პირადი გამოცდილებით, ამათ სიცრუეს ყოველდღე გავცეთ პასუხი. საბოლო ჯამში, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, ამათი აღსასრული ახლოვდება“, - აღნიშნა სააკაშვიმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)