|
2021-09-04 12:50:39, 579 ნახვა
საზოგადოება
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დროული დახმარებისთვის მადლობას უხდის
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკკა ჰაავისტო ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს, საქართველოს მიერ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებული საევაკუაციო ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის და შესაბამის წერილს უგზავნის. "ქაბულში განხორციელებული საერთაშორისო საევაკუაციო ოპერაცია, მოითხოვდა კარგ და სწრაფ თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე. თბილისი მოულოდნელად გახდა ფინეთის მოქალაქეებისა და ფინეთის დაცვის ქვეშ მყოფი ავღანელების ევაკუაციის მნიშვნელოვანი კერა. მოქნილობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინა თბილისის აეროპორტის გამოყენების კუთხით, ძალიან ღირებული იყო. ევაკუაციის პროცესში საქართველოსა და ფინეთის ხელისუფლებებს შორის შესანიშნავი თანამშრომლობა ნამდვილად სამაგალითო იყო და ის წარმოადგენს ჩვენი მეგობრული ურთიერთობების გამოვლინებას. მინდა გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება და ველი თქვენთან კიდევ ერთხელ პირადად შეხვედრის შესაძლებლობას," - ნათქვამია ფინელი დიპლომატის წერილში. აღსანიშნავია, რომ წერილი დავით ზალკალიანს 2021 წლის 4 სექტემბერს გამართულ მიღებაზე, ფინეთის რესპუბლიკის ელჩმა, კირსტი ნარინენმა გადასცა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)