|
2021-09-03 16:41:34, 559 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარსელაძე - 2023 წელს ტყიბულს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
,,ტყიბული უნდა აღორძინდეს და იმაზე ლამაზი გახდეს, რაც იყო. შარშან დავიწყეთ და წელს დავამთავრეთ გამსახურდიას და რუსთაველის ისტორიული ქუჩების სრული რეაბილიტაცია. დავიწყეთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები", რომელშიც ტყიბულს გამორჩეული ადგილი უჭირავს. უკვე მიმდინარეობს მუშაობა და 2023 წელს ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. მივიღებთ ევროპულ ტყიბულს, რომელიც არა მხოლოდ ლამაზი იქნება, არამედ ახალი შესაძლებლობებით სავსე"- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ტყიბულში ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის დავით ჩერქეზიშვილის წარდგენაზე. მინისტრის თქმით, საჭიროა კერძო სექტორის და ინვესტორების მეტი აქტიურობა, რათა კიდევ უფრო მეტი სასტუმრო აღდგეს, მიიღოს შესაბამისი დანიშნულება ,,პიონერთა სასახლის" ტერიტორიამ, აღდგეს თეატრი. ,,პროცესი დაწყებულია, ორპირი - სოჩხეთის მიმართულებით 15 კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად გაკეთებულია, 6 ხიდზე ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. ელგუჯა გოცირიძის და ბეჟან წაქაძის დიდი დამსახურებაა ცხრაჯვარზე მოწყობილი გზა. ეხლა საჭიროა, რომ ცხრაჯვარზე უკვე კონკრეტული კერძო სექტორის ინიციატივები მივიღოთ და რა თქმა უნდა კომპლექსურად საბაგიროც და გზაც. ეს არის ის მომავალი, რომელსაც ტყიბული და ოკრიბა ნამდვილად იმსახურებს, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ რაც დაწყებული გვაქვს და კიდევ მეტი გავაკეთოთ, ასევე გავაკეთოთ სწორი არჩევანი და მივცეთ ტყიბულის მერობის კანდიდატს დათო ჩერქეზიშვილს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი განათლება და გამოცდილება გარდასახოს შედეგებში"- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)