|
2021-09-03 14:37:26, 583 ნახვა
საზოგადოება
ბილაინი თანამშრომლების ვაქცინაციის სამოტივაციო კამპანიას აწარმოებს
ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვის მიზნით, „კოვიდ უსაფრთხო“ კომპანიის სტატუსის მოპოვებისთვის შიდა საინფორმაციო აქტივობას აწარმოებს. 5 ივლისიდან შიდასაკომუნიკაციო პლატფორმაზე Workplace by Facebook ხორციელდება კამპანია, რომელიც თამაშრომლების ვაქცინაციისკენ მოტივაციასა და ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება. კამპანიის მიზანია დასაქმებულებმა მიიღონ გადამოწმებული, ფაქტებითა და სტატისტიკით გამყარებული უტყუარი ინფორმაცია და თავად გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი. შიდასაკომუნიკაციო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია დასაქმებულთა მოტივაციაც და მათი ჩართულობა ვაქცინაციის ხელშემწყობ აქტივობებში. ამ მიმართულებით ფოტო-ვიდეო კონკურსი „მე ავიცერი“ მიმდინარეობს. მონაწილეობა თანამშრომლებს როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად შეუძლიათ. გამარჯვებულებს სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს და მრავალფეროვანი პრიზებით დააჯილდოებს. „პანდემიის დაწყების დღიდანვე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვუდგებით ჩვენი თანამშრომლების, მათი ოჯახის წევრებისა და აბონენტების უსაფრთხოებას. ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა განვახორცილეთ. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, ერთმანეთის მხარდაჭერითა და მოტივაციით, „კოვიდ უსაფრთხო“ კომპანიის სტატუსი მალე მოვიპოვოთ და წვლილი შევიტანოთ პანდემიის დასრულებაში. ჩვენი გზავნილები მკაფიოა - ვაქცინაცია ერთმანეთთან და პანდემიის დასასრულთან გვაახლოებს; თითოეულ აცრილ ადამიანს მნიშვნელოვანი, პერსონალური წვლილი შეაქვს არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის თუ ქვეყნის, არამედ მსოფლიო პრობლემის მოგვარებაში და დღეს ვაქცინაცია არის ყველაზე ქმედითი გზა უხილავი მტრის დასამარცხებლად. ბილაინში ვაქცინირებულ თანამშრომელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, რაც კარგად ასახავს გუნდის საერთო სულისკვეთებას და მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას,“- აცხადებენ ბილაინში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)