|
2021-09-01 12:25:35, 374 ნახვა
საზოგადოება
ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე თანამედროვე სკვერი მოეწყო
საბურთალოს რაიონის გამგეობამ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მდებარე 5 000 კვ.მ ფერდობზე სკვერის მოწყობა დაასრულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროექტის განხორციელებამდე, ფერდობის მდგრადობის დასადგენად, გეოლოგიური დასკვნა მომზადდა. „ჩემთვის ქალაქში რეკრეაციული სივრცეების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონსა და უბანში ახალი რეკრეაციული სივრცეები გავაჩინეთ, რასაც ქალაქში დამატებითი სიცოცხლე შემოაქვს. მათ შორისაა, ეს ახლადმოწყობილი სკვერი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. წლების განმავლობაში, ეს ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო. მნიშვნელოვანია, რომ მომზადდა გეოლოგიური დასკვნა, თუ რამდენად მყარი იყო ეს ფერდობი. ამ დასკვნის საფუძველზე, უკვე სხვა სამუშაოები განხორციელდა. სკვერი ამჟამად, სრულადაა მოწესრიგებული, ულამაზესი ნარგავებით, გასართობი სივრცეებით. ბავშვების სათამაშო მოედნები მოეწყო და მთლიანად შეიცვალა განათების სისტემა, დამონტაჟდა ახალი LED სანათები, ასევე, სარწყავი სისტემა. ხვალ გვექნება შესაძლებლობა, ერთად დავათვალიეროთ ეს ულამაზესი სივრცე“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა საბურთალოს რაიონის გამგებელს, გაიოზ ვასაძეს და გამგეობის თანამშრომლებს პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)