|
2021-08-30 18:22:44, 829 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციურ სისტემაში კოვიდ ინფიცირებული 105 მსჯავრდებულია, რაც მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 1 პროცენტს წარმოადგენს
შემთხვევათა უმეტესობა მიმღებ დაწესებულებებში ახლადდაკავებულ პირებში გამოვლინდა. პროტოკოლის მიხედვით, მიმღებ ციხეებში ახლდადაკავებულები სპეცილურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში თავსდებიან . მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ისინი შესაბამის პროცედურებს 8-12 დღის განმავლობაში გადიან . მათი განთავსება პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ კოვიდ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება .-ინფორმაციას პენიტენცური სამსახური ავრცელებს. მათივე თქმით, ამჟამად , 105 კოვიდ ინფიცირებულიდან 66 თბილისისი ერთ ერთ სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებული , თუმცა ამათგან 52 კოვიდინფიცირებული ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს და დაკვირვების მიზნით ამავე კლინიკის ე.წ სასტუმრო ნაწილში იმყოფება . 39 კოვიდ ინფიცირებული ხონის საავადმყოფოსთან არსებული საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული . " სპეცილური პენიტენციური სამსახური განმარტებით, ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ისინი მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და საჭიროებისამებრ შესაბამისი დახმარება გაეწევათ. პენიტენციურმა სამსახურმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს.ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 70%- მდე უკვე ვაქცინირებულია."-ნათქვამია განცხადებაში.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)