|
2021-08-27 17:12:43, 377 ნახვა
საზოგადოება
პორშე ცენტრი თბილისის ყველა თანამშრომელი აცრილია
თეგეტა მოტორსი ჰოლდინგში შემავალ კომპანიებთან ერთად, თანამშრომელთა და მომხმარებელთა უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით განაგრძობს ვაქცინაციის კამპანიას ,,თეგეტა მწვანე ზონა“. პორშე ცენტრი თბილისი პირველი აღმოჩნდა, სადაც ყველა თანამშრომელი უკვე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით არის აცრილი. დღეიდან პორშე ცენტრი თბილისი მწვანე ზონაა და დავით აღმაშენებლის ხეივანში მდებარე შოურუმში მისულ მომხმარებელს ვაქცინირებული თანამშრომლები მოემსახურებიან. პანდემიის გამო შექმნილ რთულ ვითარებაში კომპანია აცნობიერებს პასუხისმგებლობას როგორც დასაქმებულების, ასევე მომხმარებლის მიმართ. თბილისის პორშეს ცენტრის მიზანია დაიცვას მისი გუნდის წევრები, მომხმარებელი და ამასთან წვლილი შეიტანოს პანდემიის დამარცხებაში. კომპანიაში, რომელსაც ქართულ ბაზარზე საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს, თანამშრომელთა 100% უკვე აცრილია. ,,პორშე ცენტრი თბილისის გუნდისთვის მნიშვნელოვანია ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აკისრია ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენთვის თანამშრომლების, მათი ოჯახებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია. ვაქცინაციას კი წესების დაცვასთან ერთად, პანდემიის შესაჩერებლად, ალტერნატივა არ აქვს. დიდი მადლობა ჩვენს თითოულ თანამშრომელს აქტიურობისთვის და პასუხიმგებლობისთვის “ – ამბობს პორშე ცენტრი თბილისის დირექტორი პეტრე წაქაძე.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)