|
2021-08-27 11:22:35, 755 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან, მოქალაქეები ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც აიცრებიან
თბილისში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები იხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები ავტობუსში შეძლებენ ვაქცინის გაკეთებას. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, დღეიდან 3 ასეთი ავტობუსი იმუშავებს - ერთი სადგურის მოედანზე იდგება, 2 კი გლდანსა და ვარკეთილში იმოძრავებს, სადაც სულ 4 წერტილია. ავტობუსები 2-საათიანი შუალედით იმოძრავებენ. იმუნიზაცია „სინოვაკის“, „სინოფარმისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც. „დღეს დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას გულისხმობს. ესეც საერთაშორისო პრაქტიკაა. ევროპაში მრავალი დაბრენდილი ავტობუსია, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და კუთვნილ ვაქცინას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო სამი ავტობუსით. ვარკეთილში, გლდანში და სადგურის ტერიტორიაზე განვათავსებთ სამ ავტობუსს. ჯამში დაგეგმილია ათი ავტობუსის განთავსება, ისინი იქნებიან დაბრენდილი ავტობუსები, სადაც მოქალაქე მიიღებს ყველა საჭირო, უსაფრთხო მომსახურებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის მიიღებდა კლინიკაში თუ პოლიკლინიკის წერტილში. საჭიროების შემთხვევაში, მას ადგილზევე გაეწევა ყველა სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)