|
2021-08-26 19:02:01, 337 ნახვა
საზოგადოება
"მწვანე ტბიდან" "შავ ტბამდე" გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა
მაღალმთიან აჭარაში, „მწვანე ტბიდან" „შავ ტბამდე" გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.-ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს მათი ცნობით, პროექტს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში განხორციელდება გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილის საავტომობილო გზის მოწყობა. "უკვე დასრულდა მიწის ვაკისის სამუშაოები და ამ ეტაპზე ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ასევე, გათვალისწინებულია დამცავი კედლების და სანიაღვრე არხების მოწყობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ,,მწვანე ტბის" რეაბილიტაციის მეორე ეტაპის მიმდინარეობასაც გაეცნო. პროექტი ითვალისწინებს ენერგო სისტემების, საკონცერტო სივრცის, საფეხბურთო მოედნის და კოტეჯების მოწყობას. ტერიტორიაზე დამატებით ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება. 2020 წელს დასრულდა „მწვანე ტბის" რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი. ტერიტორიაზე საპიკნიკე, დასასვენებელი ადგილები, ბილიკები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყო."-ნათქვამია განცხადებაში
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)