|
2021-08-22 21:02:18, 666 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, პოლიტიკურ-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საერთაშორისო მისწრაფებებზე. აღინიშნა, რომ გამორჩეულ პარტნიორობასთან ერთად, საქართველოსა და უკრაინას აქვთ საერთო მისწრაფება, დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ამავდროულად, დგანან ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველო-უკრაინის ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიზმით და ინტენსიურობით გამოირჩევა. მისი შეფასებით, ეს ორი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის გახშირებული კონტაქტების და ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების შედეგია. უკრაინის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)