|
2021-08-19 14:57:46, 522 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი - თვითმმართველობის არჩევნები, მოგვცემს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ 2012 წელს „ქართული ოცნების მიერ“ დაწყებული გზა
,,თვითმმართველობის არჩევნები სწორედ ის არჩევნებია, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ" დაიწყო, დღემდე გრძელდება და მომავალში აუცილებლად ბევრ საინტერესო სიახლეს და პროგრესს შესთავაზებს ჩვენს მოქალაქეებს" - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების" ლანჩხუთის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის წარდგენაზე. მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი. „თქვენთან ერთად ჩვენ შევძელით აგვეშენებინა უფრო მეტი სკოლა, სოფლებში გაგვეკეთებინა გაზიფიცირება, გაგვეყვანა წყალი, გაგვეყვანა გზები. მომავალი თაობისთვის აგვეშენებინა ლანჩხუთის ფეხბურთის აკადემია და პროფესიული სასწავლებელი. დავხმარებოდით სოციალურად დაუცველს და ეკომიგრანტს. ჩვენ შევძელით ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა, იმაზე ათჯერ უფრო მეტი, ვიდრე წინა ათწლეულების მანძილზე გაკეთდა. ეს საკმარისია ჩვენი განვითარებისთვის? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ რაც გავაკეთეთ, ის მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რასაც გავაკეთებთ. თვითმმართველობის არჩევნები არის არჩევნები, როდესაც თქვენ ირჩევთ თქვენს წარმომადგენელს. კანდიდატებს, რომლებსაც ჩვენ წარმოგიდგენთ არიან ადამიანები, რომლებიც თქვენს პრობლემებზე მომავალშიც აუცილებლად იზრუნებენ. ჩვენ გვიწევს, დაჩქარებული ტემპებით ყველაფრის კეთება, ვცდილობთ გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი. არ შემეძლო ამ დიდი ოჯახის წევრობაზე არ მეთქვა აქ გურიაში, ლანჩხუთში იმიტომ, რომ ვიცი, თქვენი დამოკიდებულება იმ გლობალურ საკითხებზე, რომელიც საქართველოს ადარდებს, იმ გეზზე, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული და იმ პრობლემებზე, რომელზეც ვმუშაობთ. ჩვენ ამ არჩევნებზეც ერთად გავიმარჯვებთ . " - განაცხადა დეპუტატმა
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)