19:23 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-16 12:03:42, 630 ნახვა

საზოგადოება
საქართველო ქაბულში დარჩენილი მოქალაქეების ჩამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის

საქართველო ქაბულში დარჩენილი მოქალაქეების ჩამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა  საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხერხდება თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან.

„ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი, მათი მხრიდან არის ასევე დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან, რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი. მათ სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში მოსვლა იმის გამო, რომ ქაბულში მდგომარეობა იყო დაძაბული, ამიტომ არჩიეს, რომ დარჩენილიყვნენ ბაზაზე. ახლა ვმუშაობთ მათი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად.

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად, შესაბამისად ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics