22:04 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-09 16:18:56, 389 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გაზეთის The Financial ორგანიზებით გამართულ „მწვანე ბიზნესფორუმს” დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გაზეთის The Financial ორგანიზებით გამართულ „მწვანე ბიზნესფორუმს” დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე, სეპარირებული შეგროვების სისტემის აუცილებლობაზე და ნარჩენების გადამუშავების პერსპექტივებზე გაამახვილა.

„სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მწვანე ბიზნესინიციატივებზე საუბარი და მეტი კომუნიკაცია; ნებისმიერი ახალი ვალდებულების და სტანდარტის შემოღება კერძო სექტორისგან ინვესტირებას საჭიროებს. ამ მიმართულებით, სამინისტროს აქვს გეგმები, რომელიც მათ საქმიანობას წაახალისებს. მსგავსი ფორუმები, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესსექტორის მონაწილეობით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს, რათა მოხდეს მეტი გარემოსდაცვითი ინიციატივის იდენტიფიცირება და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ფორუმის მონაწილეებმა მწვანე ეკონომიკისა და მწვანე ბიზნესის განვითარებაზე, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობაზე ისაუბრეს. 

ფორუმზე მომხსენებლები იყვნენ პარლამენტის გარემოსდაცვითი კომიტეტის თავჯდომარე მაია ბითაძე, კომპანიის „არემჯი“ დირექტორის მოადგილე გარემოსდაცვით საკითხებში, სანდრო დევიძე,  და „ტოიოტა კავკასიის“ გარემოს დაცვის მენეჯერი, სალომე მშვილდაძე. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics