22:52 - 01 Aug, 2026
|
2021-08-08 11:28:02, 688 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჩვენ კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი და პრაგმატული კურსი ავირჩიეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები. ამ ომმა შეიწირა ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე. მინდა, პატივი მივაგო დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირი ჯარისკაცების უკვდავ სახელებს. მათი გმირობა ვაჟკაცობისა და უდრეკობის, სამშობლოსათვის თავდადების უკვდავი მაგალითია. დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია. ჩვენ კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი და პრაგმატული კურსი ავირჩიეთ, რომელიც, ჩვენი გონივრული პოლიტიკით და საერთაშორისო მხარდაჭერით, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიტანს შედეგს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქში“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)