|
2021-08-01 16:45:06, 725 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - Agile Spirit-ის მსგავსი რეგულარული წვრთნები აკავებს აგრესიას
ნატოს წვრთნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან ის აჩვენებს, რომ ძალები მზადყოფნაშია, ურთიერთავსებადია და მობილურები არიან, რათა რეაგირება მოახდინონ იქ, სადაც ეს საჭიროა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა Agile Spirit 2021-ის ფარგლებში გამართულ წვრთნასთან დაკავშირებით განაცხადა. „დღევანდელი ღონისძიება, არის უფრო ღონისძიების – სამხედრო სწავლების Agile Spirit-ის ნაწილი, რომელიც უკვე დაახლოებით ერთი კვირაა მიმდინარეობს. ეს სწავლება შესაძლებლობას აძლევს 15 მოკავშირე და პარტნიორ ქვეყანას იმუშაონ ერთად, დახვეწონ უნარები და უზრუნველყონ ურთიერთავსებადობა. ამგვარი რეგულარული წვრთნები აკავებს აგრესიას და არწმუნებს ხალხს და ჩვენს მოკავშირეებს, რომ ჩვენ ვართ მზად, ვიმუშაოთ ერთად, რომ გვაქვს სწავლება და აღჭურვილობა, რომელიც გვჭირდება. ასე რომ ეს არის დიდი და ძალიან ამაღელვებელი დღე, მე ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით“, – განაცხადა ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)