02:02 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-28 18:03:14, 666 ნახვა

პოლიტიკა
ფრაქცია ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შესაძლოა, დაიშალოს

საპარლამენტო ფრაქცია ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შესაძლოა, დაიშალოს. ამის მიზეზია ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება, რომელმაც პარლამენტის დატოვების თაობაზე განცხადება დღეს გააკეთა.

ზურაბ ჯაფარიძე ფრაქცია ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის'' წევრია. აღნიშნული ფრაქცია ამ დროისთვის შვიდი წევრისგან შედგება, რაც რეგლამენტით ფრაქციის არსებობისთვის საჭირო კვორუმია.

ფრაქციის შესანარჩუნებლად მეშვიდე დეპუტატის ფრაქციაში შესვლა იქნება საჭირო.

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში'' შედიან: „სტრატეგია აღმაშენებელი'', ზურაბ ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე. საპარლამენტო ფრაქცია მათ 3 ივნისს შექმნეს.

შეგახსენებთ, ,,ქართულმა ოცნებამ'' 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის'' ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე  19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა და პარლამენტს ტოვებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics