02:58 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-21 15:02:09, 1419 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ნიკა მელიას მხარს არ დავუჭერთ, „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანებაში მონაწილეობას არ ვაპირებთ

ნიკა მელიას მხარს არ დავუჭერთ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ გაერთიანებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების’’ ლიდერმა ალეკო ელისასვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა შეჯერდეს თბილისის მეორობისა და მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე, რათა ერთიანი ძალებით დაამარცხონ ,,ქართული ოცნება”.

„ნიკა მელიას მხარს არ დავუჭერთ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ გაერთიანებებში და საერთო გეგმებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ ეს თუ უნდოდათ, ცოტა წინ უნდა გაეხეათ და ნუ იქნებონენ ისეთი მოკლემხედველები, როგორიც იყვნენ. ზუსტად მაგას ვეუბნებოდით, მოლაპარაკებების მაგიდიდან წამოვიღოთ მაქსიმუმი, შევიდეთ 60 დეპუტატი ოპოზიციიდან პარლამენტში, დავანთოთ ცეცხლი, დავორგანიზდეთ საერთო კანდიდატზე თბილისის მერობის, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე და დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში. ყური არ გვიგდეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics