|
2021-07-21 11:43:41, 1332 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია თბილისის მერობის საერთო კანდიდატს, სავარაუდოდ, პარასკევს წარადგენს - განიხილება ნიკა მელიას კანდიდატურა
ოპოზიცია თბილისის მერობის საერთო კანდიდატს, სავარაუდოდ, პარასკევს წარადგენს. აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის თბილისის მერობის საერთო კანდიდატურასთან ყველაზე ახლოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიაა. „გულწრფელად გეტყვით, რომ ნიკა მელია ყველაზე ახლოსაა, ამ წუთას, იყოს ერთიანი კანდიდატი, თუმცა კვირის ბოლომდე ნებისმიერი უნდა გამოიკვეთოს. ეს კვირა არის საბოლოო, ბოლო დღეებია, როდესაც ჩვენ დეტალებზე ვსაუბრობთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ყველა პარტიაა ჩართული, როგორც საპარლამენტო, ისე ძირითადი ოპოზიციური ძალები, ასევე ასაპარლამენტო პარტიები და რამდენიმე შინაარსობრივი ფორმულა დაგვრჩა გასარკვევი. ამიტომ ვფიქრობ, რომ პარასკევს, საბოლოოდ უნდა წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)