01:21 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-04 15:00:34, 1103 ნახვა

სამხედრო
ვაზიანში მე-5 საარტილერიო ბრიგადის საველე სწავლება დასრულდა

ვაზიანის სასროლეთზე მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა.

ბატალიონის დონის გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტები მონაწილეობდა.

სწავლებას ადგილზე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და 51-ე საარტილერიო ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ჩიხრაძე დააკვირდნენ.

დასკვნით წვრთნაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა და ჰაერსაწინააღმდეგო ჯგუფებმა საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა.

ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა საველე პირობებში საბრძოლო მომზადებას, საცეცხლე მხარდამჭერი ელემენტების შერწყმას, კოორდინირებულ მუშაობას, მართვას და კონტროლს ითვალისწინებდა. მეორე ფაზაში პირადი შემადგენლობის ჯგუფური შეფასება განხორციელდა.

მესამე დასკვნითი ფაზა კი, საცეცხლე პოზიციების დაკავებითა და საბრძოლო სროლებით დასრულდა. წვრთნების მიზანს ქვედანაყოფებსა და მხარდამჭერ ელემენტებს შორის არსებული მართვისა და კონტროლის სისტემის დახვეწა, შერწყმა და გაუმჯობესება წარმოადგენდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics