17:37 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-28 17:59:35, 557 ნახვა

საზოგადოება
დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენას განაგრძობს.

დიღმის მასივის მესამე კვარტალში, ხუთ მისამართზე ასფალტის საფარი ჯამში,  4 055 კვ.მ ფართობზე დაიგო. სამუშაოების მიხედვით, კონტრაქტორმა კომპანიამ ამორტიზებული ასფალტის საფარისა და ბორდიურის დემონტაჟი განახორციელა, ასევე მოეწყო ტროტუარი.

დიღმის მასივის მესამე კვარტლის  მე-3, მე-15, მე-16, 29-ე და 38-ე კორპუსებთან ასფალტის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 153 715 ლარი გამოიყო.

ასფალტის მოწესრიგების სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბი ემ სი“ განახორციელა.

ანალოგიური ტიპის სამუშაოები დიღმის მასივის მესამე კვარტლის 28-ე კორპუსის მიმდებარედ და მე-5 კვარტლის პირველ ა-სთან მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics