|
2021-06-16 10:43:24, 412 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - ტყის ეროვნული აღრიცხვით მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება სატყეო პოლიტიკის სწორად წარმართვისთვის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კიკეთის ტყეში ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ქვეყნის მასშტაბით, ტყის ეროვნული აღრიცხვის ბოლო საველე სამუშაოები ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში და თბილისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. „დასასრულს უახლოვდება ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები, რომელიც პირველად ტარდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში და პოსტსაბჭოთა სივრცეში. ტყის ეროვნული აღრიცხვა გერმანული მხარის დახმარებით ხდება. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, მომზადდა მეთოდოლოგია, მოხდა თანამშრომლების გადამზადება და დაიწყო საველე სამუშაოების განხორციელება - საქართველოს ტყეების დეტალური აღრიცხვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ტყის მართვის განვითარებისთვის, ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისთვის, ზუსტი სტატისტიკის არსებობისთვის, სწორი პოლიტიკის გატარებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის. აღსანიშნავია, რომ ის გამოცდილება, რომელიც საქართველში ყალიბდება ტყის ეროვნული აღრიცხვის მიმართულებით, შეგვიძლია გავუზიაროთ მეზობელ ქვეყნებს, რომელთა მხრიდან დაინტერესება უკვე არსებობს. საველე სამუშაოების დასრულების შემდგომ მიღებული და დამუშავებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება სატყეო პოლიტიკის მართვისთვის. ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვისაც“, - აღნიშნა მინისტრმა. ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები 2019 წელს დაიწყო. „სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება მიღებული მონაცემების ანალიზი, რაც სახელმწიფოს მისცემს სარწმუნო მონაცემებს საქართველოს ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ, ასევე, შესაძლებელი იქნება, განხორციელდეს ტყის რესურსების ცვლილებების მონიტორინგი. ტყის ეროვნულ აღრიცხვას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)