|
2021-06-15 13:21:56, 648 ნახვა
საზოგადოება
აბიტურიენტები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ, გამოცდის ჩაბარებას 2 კვირის შემდეგ შეძლებენ
საგამოცდო პერიოდში დადასტურებული კოვიდის შემთხვევაში, არც ერთი გამოსაცდელი პირი არ დარჩება საგამოცდო პროცესს მიღმა, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აბიტურიენტები, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში კორონავირუსი დაუდასტურდებათ, გამოცდის ჩაბარებას საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით, 2 კვირის შემდეგ შეძლებენ „მთავარი მესიჯი ჩვენგან გახლავთ, რომ მიუხედავად არსებული სიტუაციისა, საგამოცდო პერიოდში დადასტურებული კოვიდის შემთხვევაში, არც ერთი გამოსაცდელი პირი არ დარჩება საგამოცდო პროცესის მიღმა. დაგეგმილია დამატებითი საგამოცდო სესიების ჩატარება და შესაბამისად, ყველა საგანში ჩატარდება დამატებითი გამოცდა იმ პირებისთვის, რომელსაც დაუდასტურდება კოვიდი საგამოცდო პერიოდში. პერიოდი განისაზღვრება 14 დღით, არა უადრეს 14 დღისა ეს პირები დაშვებული იქნებიან გეოგრაფიული დაფარვის მიხედვით, შესაბამის საგამოცდო ცენტრებში და მათთვის საგანგებოდ იქნება ცხრილი შედგენილი“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)