02:39 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-08 14:45:58, 727 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ამცრელი სივრცეები ჩამოყალიბდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დიდი ამცრელი სივრცეების ჩამოყალიბება იგეგმება.

მისივეე თქმით, დედაქალაქის მაგალითზე მიმდინარეობს მოლაპარაკება „ექსპო ჯორჯიასთან“, სპორტულ დაწესებულებებთან, მოლებთან ფართების გამოყენებაზე, რათა ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იყოს როგორც დაჯავშნით, ასევე,  ცოცხალი რიგით.

„ოთხ დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ სამი ან ოთხი, ხოლო დანარჩენ ქალაქებში - თითო-თითო. მაგალითად თბილისში აქტიურად ვმუშაობთ ექსპო ჯორჯიას პავილიონების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე ჰუალინგის ცენტრთან, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია და მოლებთან, რომ ამ ტიპის ცენტრები იქნეს გაშლილი, რათა ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს იქნება როგორც წინასწარი დაჯავშნით, ისევე ცოცხალი რიგებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics