10:43 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-22 12:48:43, 599 ნახვა

საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი გენერალ კვინიტაძის გადმოსვენებაზე - დიდი გამარჯვებაა იმ დროინდელი რუსეთის მე-11 არმიაზე

ძალიან დიდი გამარჯვებაა იმ დროინდელ რუსეთის მე-11 არმიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოსვენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„დღევანდელი დღეს ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი, უკანასკნელი რუსეთ-საქართველოს ბრძოლის დროს მყოფი მთავარსარდალი და საქართველოს ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ არის ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ იმდროინდელ რუსეთის მეთერთმეტე არმიაზე. დაბრუნება, გამარჯვება, ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი, ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე საფრანგეთიდან საქართველოში დღეს დილით გადმოასვენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics