11:48 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-21 17:50:24, 926 ნახვა

საზოგადოება
გამოფენა „ბერძნები საქართველოში“ ონლაინ გაგრძელდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გამოფენა „ბერძნები საქართველოში", რომელიც  საბერძნეთის დამოუკიდებლობის 200 წლისთავს მიეძღვნა, ონლაინფორმატში გაგრძელდება.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი ექსპოზიციას 2021 წლის 25 მარტიდან 21 მაისის ჩათვლით მასპინძლობდა. ამიერიდან მისი დათვალიერება დაინტერესებულ პირებს ეროვნული არქივის ვებგვერდზე შეუძლიათ: https://archive.gov.ge/ge/2021-1/berdznebi-sakartveloshi-1.

გამოფენა მოიცავს საქართველოში ბერძნების ცხოვრებისა და ორი ქვეყნის ურთიერთობის ამსახველ საარქივო დოკუმენტებს. მათ შორისაა: XIX საუკუნის ბერძნული ისტორიული საბუთები, ბერძნული საგალობლები, რუკები,  შენობა-ნაგებობათა პროექტები, დოკუმენტები ტაძრების, ბერძენი ოსტატებისა და ბერძნული სასწავლებლების შესახებ და სხვა.

ექსპოზიციის მიზანი ქართველ და ბერძენ ხალხს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების წარმოჩენაა.

გამოფენის კურატორი: ნინო ბადაშვილი, ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics