|
2021-05-21 12:26:16, 587 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტის შემუშავება ძლიერი სიგნალია, რომ პროცესი წინ მიდის
როგორც ყველა, მეც მოხარული ვიქნები, როდესაც ვენეციის კომისია რეკომენდაციებს გასცემს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც კარლ ჰარცელი აღნიშნავს, ხელმოწერები 19 აპრილის დოკუმენტზე საკმაოდ ძლიერი სიგნალია, რომ პროცესი მიდის წინ. „როგორც ყველა, ასევე მეც მოხარული ვიქნები, როდესაც ვენეციის კომისია რეკომენდაციებს გასცებს. კარგ ნიშნად მივიჩნევ, რომ გვაქვს კანონპროექტი, რომელიც შემუშავდა სხვადასხვა პარტიის მიერ, რომლებმაც ხელი მოაწერეს 19 აპრილის დოკუმენტს. საკმაოდ ძლიერი სიგნალია, რომ პროცესი წინ მიდის. ვენეციის კომისიის რეკომენაციების გათვალისწინება იქნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტში დისკუსიები გაგრძელდეს, ასევე კონკრეტული დასკვნების მიღების, თუ რა უნდა გაკეთდეს. საერთო ჯამში, პროცესი წინ მიდის, ისე, როგორც ვიმედოვნებდი“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)