11:49 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-21 11:33:55, 445 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიაში შსს-ს მხარდაჭერით გაგზავნილ ორ კურსდამთავრებულს დიპლომი გადასცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიაში (United States Coast Guard Academy – USCGA) სასწავლებლად მყოფ ნიკოლოზ ტვილდიანს და სანდრო სტაჟაძეს აშშ-ის პრეზიდენტმა - ჯო ბაიდენმა აკადემიის გამოსაშვებ ღონისძიებაზე სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა.

კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ნიუ ლონდონში გამართულ საზეიმო ცერემონიალს ამერიკული მხარის მიწვევით დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე.

ბაიდენმა ამერიკული აკადემიის ქართველ კურსდამთავრებულებს დიპლომები ნიკოლოზ შარაძესა და რამაზ პაპიძესთან ერთად გადასცა.

USCGA-ს კურსდამთავრებულები: ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაგზავნილი პირველი კადეტები არიან, რომლებიც, საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სანაპირო დაცვის რიგებში იმსახურებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემია (USCGA) წელს 240 კურსანტმა დაასრულა. 7 უცხოელ კურსდამთავრებულს შორის ორი ქართველი: ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე არიან. სანაპირო დაცვის აკადემია ამერიკის საუკეთესო სამხედრო აკადემიების ათეულში შედის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო USCGA–ში ჩაბარების მსურველთა შესარჩევ პროცესში, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, 2017 წელს პირველად ჩაერთო. რთული კონკურსის გავლის შემდეგ, USCGA–ში სწავლის უფლება, ოთხი წლის წინ, მხოლოდ ნიკოლოზ ტვილდიანმა და სანდრო სტაჟაძემ მოიპოვეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics