00:46 - 02 Aug, 2026
|
2021-05-21 10:09:44, 526 ნახვა
პოლიტიკა
დღეიდან პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს
დღეიდან პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს. კანონპროექტი პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილება. როგორც მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები აცხადებენ, მხარეები ყველა საკითხზე შეთანხმდნენ, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტი შაბათს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც განიხილება. მომავალ კვირას კი კანონპროექტი პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო რეფორმის დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას უკვე გადაეგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)