00:45 - 02 Aug, 2026
|
2021-05-18 15:37:37, 634 ნახვა
პოლიტიკა
პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ევროპული საქართველო“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს
„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში შესვლის თაობაზე უარი საბოლოოდ განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიაში გამართული პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. „საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე არის „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი. „ევროპულ საქართველოს“ მისი მეშვეობით შეუძლია წარმოდგენილი იყოს საქართველოს პარლამენტში და წარმოადგენდეს „ევროპულ საქართველოს“, მაგრამ დღეს პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება - „ევროპული საქართველო“ ამ პარლამენტს არ შეუერთდება და მის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ტარიელ ნაკაიძე ან დატოვებს „ევროპულ საქართველოს“, ან დატოვებს პარლამენტს. ეს უკვე მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)