00:45 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 14:31:41, 647 ნახვა

პოლიტიკა
საია-მ საქართველოს პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტების შესახებ მოსაზრებები წარუდგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს ფრაქცია ,,ქართული ოცნებისა“ და საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ამნისტიის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა.

როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტი მიმოიხილავს იმ სამართლებრივ მოცემულობებს, რომლებზეც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია ამნისტიის განხორციელება და, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს პოლიტიური კრიზისის დაძლევის მიზნით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობითა და აშშ-ის ელჩის ჩართულობით 2021 წლის 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების საქართველოს კონსიტუციასა და საერთაშორისო სტანარტებთან ჰარმონიულ იმპლემენტაციას.

„საია მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის  144 1-3 მუხლებზე ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობის სრულ გამორიცხვასთან ერთად, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“  და ,,გ“ ქვეპუნქტებზე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით/ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით). იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გაზიარებული მოსაზრება, 333-ე მუხლთან მიმართებით ამნისტიის გაუვრცელებლობის შესახებ, კანონმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულის თანხმობა, როგორც სავალდებულო წინაპირობა, ამნისტიის სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“  და ,,გ“ ქვეპუნქტებთან მიმართებით გავრცელების თაობაზე», - აცხადებენ საია-ში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics