12:53 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 14:28:30, 443 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების ვაქცინაცია დაიწყო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი დაიწყო.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, ნიკა ცხვარაშვილის განცხადებით, სისტემა უკვე წელიწადზე მეტია ეფექტურად ებრძვის ვირუსის პენიტენციურ დაწესებულებებში გავრცელებას. მისი თქმით, როგორც მსჯავრდებულებისათვის, ისე თანამშრომლებისათვის ვირუსისგან დასაცავად იმუნიზაციის პროცესი აუცილებელია.

ვაქცინაციის პროცესი პირველ ეტაპზე სამ პენიტენციურ დაწესებულებაში N14 (გეგუთი) N8 (გლდანი) და N5 (ქალთა) დაიწყება და ეტაპობრივად საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებას  მოიცავს.

მსჯავრდებულების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მას სამედიცინო პერსონალი არსებული პროტოკოლის დაცვით უზრუნველყოფს.  იმ პენიტენციურ დაწესებულებებთან, სადაც აცრის პროცესი მიმდინარეობს,  პრევენციის მიზნით მობილიზებულია კატასტროფის ცენტრის რეანიმობილი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო პერსონალითა და ტექნიკით





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელმაც შანიძეზე 4 პირი დაჭრა პატიმრობა შეეფარდა
რომან გოცირიძე: კრიპტოვალუტის ფერმები საქართველოს ელექტროენერგიის დაახლოებით 6%-ს მოიხმარენ
BOG და UNFPA მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრას გამართავენ
ელექტროენერგიის მიწოდება მთელ ქვეყანაში სრულად აღდგა - სსე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics