|
2021-05-14 00:28:41, 501 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოები დაიწყო
„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ოქტომბრის ბოლომდე, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონში ქუჩები, გამზირები და მოედნები მოირეცხება. აღნიშნული სამუშაო შეეხება ასამდე ქუჩას და გამზირს. მათ შორის: ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზას, თამარაშვილის, კოსტავას, შარტავას, ჩოლოყაშვილის, პუშკინის, ბარათაშვილის, გორგასალის, ჯავახიშვილის (ელბაქიძის აღმართი), მარჯანიშვილის, ათონელის, ამაღლების, სულხან-საბას, ლეონიძის, ინგოროყვას, ქიაჩელის, ახვლედიანის, ნიკოლაძის, ბუშის, კაჩინსკის, დადიანის, ვეკუას, ხიზანიშვილის, დუმბაძის, ნონეშვილის, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნის, პაიჭაძის, პეტრიწის ქუჩებს; თავისუფლების, ევროპის, ავლაბრის, გრიგოლ ორბელიანის და გმირთა მოედნებს; რუსთაველის, ჭავჭავაძის, პეკინის, აღმაშენებლის, წერეთლის, გურამიშვილის, რობაქიძის, ქეთევან დედოფლის გამზირებს; გალაკტიონის, ბარათაშვილის, მეტეხისა და მშრალ ხიდებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გაეცნენ. დედაქალაქში გზების მორეცხვის სამუშაოები 05:00-დან 08:00 საათამდე იწარმოებს.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)