|
2021-05-13 17:22:00, 594 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე - არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია და უსაფრთხოების საერთო მიზნების გარშემო გაერთიანება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და უსაფრთხოების პრიორიტეტებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია და უსაფრთხოების საერთო მიზნების გარშემო გაერთიანება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები მნიშვნელოვნად არყევს გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას. „შავი ზღვის რეგიონში მისი პოლიტიკა, მზარდი მილიტარიზაცია, სამხედრო ძალებისა და მისი გამოყენების მზაობის დემონსტრირება მიზნად ისახავს რეგიონში დასავლეთის ინტერესებისა და წვდომის შეზღუდვას, სტაბილურობისა და მშვიდობის ხელყოფას. აღნიშნული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მისი მილიტარიზაცია, იქ არსებული მეშვიდე და მეოთხე სამხედრო ბაზები, ასევე ჰიბრიდული ომების მეთოდებით, მათ შორის „მცოცავი ოკუპაციითა“ და ძალის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მხოლოდ კოორდინირებული მოქმედებით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობითა და არსებული რესურსების ეფექტური გამოყენებით არის შესაძლებელი გაიზარდოს სამხედრო აგრესიაზე პასუხის ხანგრძლივობა და შეიზღუდოს მოწინააღმდეგის მიერ ინტერვენციის განხორციელების შესაძლებლობა. „ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა ეფუძნება ტოტალური თავდაცვის პრინციპს, რაც გულისხმობს სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და კონსოლიდაციას“, - აღნიშნა მინისტრმა.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)