|
2021-05-09 09:39:05, 1355 ნახვა
მსოფლიო
BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის რაკეტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა
ჩინეთის რაკეტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, რაკეტის ნაწილები კვირას, პეკინის დროით 10:24 საათზე ატმოსფეროში ხელახლა შევიდა. ჩინეთის პილოტირებული კოსმოსური ინჟინერიის ოფისზე დაყრდნობით, სახელმწიფო მედია იუწყება, რომ რაკეტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში, თბილისის დროით 06:24 საათზე, მალდივის კუნძულების დასავლეთით ჩაცვივდა. შეგახსენებთ, რომ 21-ტონიანი რაკეტა ჩინეთმა 28 აპრილს გაუშვა და ამით საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობა დაიწყო. T-ის ფორმის სადგური რამდენიმე მოდულისგან იქნება აწყობილი. ორბიტაზე მოდულის გატანის შემდეგ, რაკეტის გამწევმა დედამიწის გარშემო უკონტროლოდ დაიწყო მოძრაობა ტრაექტორიით, რომელიც გარდაუვალს ხდიდა ატმოსფეროში მის შემოსვლას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)