|
2021-05-08 17:26:08, 715 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი საპატიმროში ნიკა მელიას შეხვდა
პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი, კახა ოქრიაშვილი დღეს საპატიმროში ნიკა მელიას შეხვდა. როგორც ოქრიაშვილმა ნიკა მელიასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის, რომ გირაო არის ჩარიცხული, მათ ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეიტყვეს და ამ ინფორმაციას არც თავად ნიკა მელია ფლობდა. სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რომელთა შესახებაც ორი პარტიის ლიდერმა ისაუბრა, ოქრიაშვილის თქმით, იყო ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთო ოპოზიციური ფრონტისა და ორ პარტიას შორის თანამშრომლობის დეტალები: „მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა. არიან „მოქალაქეები“, არის „სტრატეგია აღმაშენებელი“ და აქ უდიდესი კითხვის ნიშანია დასმული - არიან თუ არა ისინი ნამდვილი ოპოზიციონერები. ჩვენ, ანუ ნამდვილი, რეალური ოპოზიცია ჩამოვიშორებთ ყველანაირ რბილ ნაწილებს და ერთიანად შევუდგებით მზადებას შემოდგომის პლებისციტისთვის, ანუ ადგილობრივი არჩევნებისთვის. 2012 წლიდან ოპოზიცია ერთიანი და მონოლითური არასდროს ყოფილა. ჩვენ გვინდა ისეთ ოპოზიციურ ძალებთან ერთად შევიდეთ ამ ბრძოლაში, რომლებიც არ გვიღალატებენ. გარდა ამისა, ჩვენ წარმოვადგენთ პარტია „პროგრესსა და თავისუფლებას“ და ნიკა მელიასთან ჩვენი პარტიების მომავალ ურთიერთობებზეც ვისაუბრეთ“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)