17:13 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-06 12:53:11, 576 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში ღია სივრცის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში ღია სივრცის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა დროებითი განთავსების ცენტრში სასეირნო სივრცე მოეწყო. შესაბამისად, განთავსებულ პირები შეძლებენ დღის განსაზღვრული მონაკვეთი საკუთარი სურვილისამებრ გაატარონ ღია სივრცეში და დაკავდნენ ფიზიკური აქტივობებით.

ასევე, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ცენტრში გაიზარდა სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და დაინერგა 24/7-ზე სამედიცინო მომსახურება.

აღნიშნული ღონისძიებები განხორციელდა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics