17:14 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-05 14:12:44, 644 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია - ვაქცინირებული პირებისთვის გარკვეული სტიმულის შემოღებაზე საუბარი ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის შემდეგ დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინირებული პირებისთვის გარკვეული სტიმულების შემოღებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყება, რაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია იქნება.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს საუბარი ბიზნესის წახალისებაზეც, რათა ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემო შეიქმნას.

„გარკვეული სტიმულის დაწესება და შემოღება სრულად აცრილი პირებისთვის განიხილება, ეს შეიძლება იყოს შეზღუდვებისგან გათავისუფლება, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, მაგრამ ახლა კონკრეტული პაკეტი მზადდება და ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. ასევე არის საუბარი ბიზნესის წახალისებაზე, რომ შეიქმნას ეპიდემიურად უსაფრთხო გარემო. მთავარი აქცენტია, მომხმარებელმა იცოდეს, რომ კონკრეტული სასტუმრო ან კონკრეტული რესტორანი არის დაკომპლექტებული ვაქცინირებული პირებით, არის უსაფრთხო გარემო და მიენიჭოს ეპიდემიურად უსაფრთხო სერტიფიკატი ან რაიმე თვალსაჩინო ნიშანი.

ჯერ ცოტა ადრეა, რადგან ჩვენ მეტად ფართო მოცვა გვჭირდება ვაქცინაციის, უნდა გვქონდეს ფართო მოცვა, რათა ყველას ჰქონდეს არჩევანი, რომ მარტივად ჩაიტაროს ვაქცინაცია, ალბათ, ესეც უფრო ივლისის თვისკენ, როდესაც გადავალთ მეტად აქტიურ ფართო მოცვაზე მოსახლეობის, რათა გათანაბრდეს და ვინმეს არ ჰქონდეს განცდა, რომ მისი მიზეზით კი არა, რაღაცა სხვა, გარეშე მიზეზებით ვერ ჩაიტარა ვაქცინაცია და ამდენად, გარკვეუწილად დისკიმინირებული შეიძლება აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ვერ აიცრა. ასე რომ როცა დაიწყება ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია, მაშინ უფრო აქტიურად ვისაუბრებთ სტიმულებზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics