18:09 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-04 15:55:54, 504 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში სხვადასხვა სახის 55 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,  სხვადასხვა სახის 55 პროექტი მიმდინარეობს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან  1 615 504 ლარია გამოყოფილი.

სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები 9  მისამართზე ხორციელდება. კედლები და ჭერი გაილესება და შეიღებება. სადარბაზოს რემონტი ხუთ მისამართზე უკვე დასრულდა. 21 ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ლიფტების კაბინები, ბაგირი და ელექტროძრავა განახლდება. 17 ლიფტი კი, უკვე შეკეთდა. წყალარინების ქსელი რეაბილიტირდება  7 მისამართზე, შეიცვლება მილები და ჭები. ოთხ მისამართზე დასრულდა სამუშაოები.  სახურავის შეკეთება ცხრა  მისამართზე მიმდინარეობს.  5 მისამართზე ქანობიანი, ხოლო -2 მისამართზე ბრტყელი სახურავი რეაბილიტირდა. აგრეთვე, მოწესრიგდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გამგეობის მიერ სამუშაოები 100%-ით ფინანსდება. პროექტების ღირებულების 5% ან 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე თავსდება, რომელსაც შემდგომ ამხანაგობა საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმარს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics