18:09 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-04 10:47:34, 598 ნახვა

საზოგადოება
დიდუბეში ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში მწვავედ ავარიული საცხოვრებელი სახლების კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ფიფიების ქუჩა N8ბ-ში, გორის ქუჩა N4-სა და თევდორე მღვდლის ქუჩა N42-ში მდებარე სახლებს სრული გამაგრება უტარდება. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართებზე სარდაფებში მიწის სამუშაოები სრულდება, საძირკველი რკინა-ბეტონით მაგრდება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აივნებს და შეიცვლება დაზიანებული კარ-ფანჯარა.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„დიდუბის რაიონში ერთდროულად 43 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა მწვავედ ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები, რომელიც აქტიურ ფაზაშია. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, მოსახლეობის ყველა საჭიროება დავაკმაყოფილოთ და წვლილი შევიტანოთ ამხანაგობების მოწესრიგებასა და განვითარებაში“, -  განაცხადა მამუკა ვეკუამ.

აღნიშნული პროექტისთვის დიდუბის გამგეობის ბიუჯეტიდან 777 770 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics