21:17 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-03 13:28:15, 639 ნახვა

პოლიტიკა
ამნისტიის კანონპროექტების განხილვის პროცესი ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების დასრულებამდე გადაიდო

ამნისტიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მიერ დაინიცირებული კანონპროექტები ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების დასრულებამდე გადაიდო.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ორივე კანონპროექტი უქმე დღეების შემდეგ, პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამნისტიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მიერ დაინიცირებული კანონპროექტები უქმე დღეების შემდეგ, პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება.

„საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეები. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შორის პარლამენტსაც ეხება უქმე დღეები. აქედან გამომდინარე, უქმე დღეების შემდეგ, უახლოესი ბიურო როცა ჩატარდება, აქვე დარეგისტრირდება როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციის მიერ დაინიცირებული კანონპროექტები ამნისტიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაეწერება დარგობრივ კომიტეტებს და მოხდება პირველი სააკომიტეტო მოსმენა ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics