|
2021-04-28 16:30:39, 537 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი: სამინისტრომ სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების მეთოდოლოგიის და ადმინისტრირების წესის ცვლილებაზე მუშაობა დაიწყო
პარლამენტში, ეკატერინე ტიკარაძემ სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების წესის ცვლილებაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ცვლილების მიზანია, პროგრამამ უკეთ გამოავლინოს მოწყვლადი და სიღარიბის ზღვარზე მყოფი პირები. „სტატუსის მინიჭების პროცესი უნდა გახდეს მეტად გამჭვირვალე და ობიექტური, რათა დახმარება მიიღონ რეალური საჭიროების მქონე ადამიანებმა და არავინ დარჩეს სახელმწიფოს მხარდაჭერის მიღმა. ადმინისტრირების ნაწილში ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევამციროთ განცხადების დაწერიდან დახმარების გაცემამდე პერიოდი, რათა ოჯახების საჭიროებებზე მოვახდინოთ მყისიერი რეაგირება. გაუმჯობესებული ადმინისტრირების მიზნით, მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების პროცესის დიჯიტალიზაცია. სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი სოციალური აგენტების მიერ, ინფორმაცია აღირიცხება ელექტრონულად. მიდგომა ითვალისწინებს შეფასების ფორმის გაუმჯობესებულ ადმინისტრირებას და ოჯახში არსებული გარემოს ვიზუალური მასალების წარმოებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს შეფასების მეტ ობიექტურობას და გამჭვირვალობას. იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა 45 % შრომისუნარიანი პირია, ჩვენს მიზანს წარმოადგენს აღნიშნული პირებისთვის არა გრძელვადიანი შემწეობის დანიშვნა, არამედ დასაქმების რეალური შესაძლებლობის შეთავაზება და მათი ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა. აქვე, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პენსიის ინდექსაციის საკითხი. პენსიის მიბმა მშპ-სთან და ინფლაციასთან, არის უდიდესი მიღწევა, რომელიც პენსიის მიმღებთა მეტ ფინანსურ დაცულობას უზრუნველყოფს. ინდექსაციის შედეგად წელს პირველად გაიცემა გაზრდილი ოდენობის პენსია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)