|
2021-04-28 15:00:29, 510 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - საცხოვრებელი ფართები კიდევ 55 ოჯახს დაუკანონდება
თბილისის შვიდ რაიონში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად კიდევ 55 ოჯახს გადაეცემა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების საკუთრებაში გადაცემა მიულოცა და წარმატებები უსურვა. „ჩვენ დიდი ხანია დაწყებული გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამა - ფართების დაკანონება, რითაც ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. დღეს 55 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადავცემთ იმ საცხოვრებელ ფართებს, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული მიზეზების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 41 ოჯახს სამგორის რაიონში დაუკანონდება ფართები, მთაწმინდის რაიონში - ექვს ოჯახს, ისნის რაიონში - სამ ოჯახს, ვაკის რაიონში - ორ ოჯახს, გლდანის რაიონში - ერთ ოჯახს, კრწანისის რაიონში - ერთ ოჯახს, ხოლო ჩუღურეთის რაიონში ერთ ოჯახს. ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ამ ოჯახებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა იმ ოჯახებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აწუხებთ, კიდევ ერთხელ მოუწოდა, რაიონულ გამგეობებს მიმართონ. „მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს. ვინც წლების განმავლობაში ცხოვრობთ ფართში, რომლის დაკანონებას ვერ ახერხებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენს რაიონულ გამგეობას და ჩვენი თანამშრომლები მოგაწვდიან სრულ ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო იმისთვის, რომ ფართების საკუთრებაში გადაცემა მოხდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით. მომავალშიც კიდევ ბევრ ოჯახს დავეხმარებით და მოვუგვარებთ ამ პრობლემას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)