|
2021-04-28 14:56:22, 443 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში გარე განათების განახლების პროექტი იწყება
თბილისის მასშტაბით, გარე განათება ათწლიანი გადახდის პირობით განახლდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი გარე განათების განახლების პროექტისთვის დამატებით დაფინანსებას არ გამოყოფს. ის მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის დაზოგვის შედეგად გაკეთებული ეკონომიის ფარგლებში დაიფარება. „გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ გარე განათების პროექტზე მუშაობა. ტენდერი ჩავატარეთ და გამარჯვებულ კომპანიას დავუკვეთეთ თბილისის გარე განათების გენერალური კონცეფცია და გეგმა, რომელიც უკვე შემუშავებულია და ჩაბარებულია. ის ქუჩების განათების სამ კატეგორიად დაყოფას ითვალისწინებს. თბილისის მასშტაბით იქ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ, დააკვირდებით, რომ LED სანათები მონტაჟდება, რაც დიდ ეკონომიას იძლევა. თუმცა, ქალაქში ის ყველგან არ არის. რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება თბილისში ღამის განათებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, გარე განათების პროექტის განხორციელების მიზნით, მიმდინარე კვირას „თბილსერვის ჯგუფი“ ელექტრონულ ტენდერს გამოაცხადებს. „დეტალები უკვე შემუშავებულია, კონსულტაციები და ბაზრის კვლევა ჩატარებულია, ბევრ კომპანიასთან გვქონდა კომუნიკაცია. ახლა უკვე გამოცხადდება ტენდერი და ვიმედოვნებ, დაინტერესებული პირები აქტიურად ჩაერთვებიან, გვექნება კონკურენტული გარემო, მივიღებთ საუკეთესო წინადადებებს და პროექტის განხორციელების შემდეგ, თბილისს ექნება მაღალი სტანდარტის გარე განათების სისტემა. ამ პროექტის განხორციელების ვადა, დაახლოებით, ერთი წელი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)