|
2021-04-28 14:18:22, 438 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სისტემა სათანადოდ არის მომზადებული კოვიდ-19-ის ახალი ტალღის ეფექტურად მართვისთვის
„ინფიცირების შემთხვევების მატების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო გადავიდა როგორც ჰოსპიტალური, ისე პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზაციაზე. ამ ეტაპზე მობილიზებულია 5 500 კოვიდ საწოლი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ გეგმაზომიერად“,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა პანდემიას გაზრდილი საწოლფონდით, მასშტაბური ტესტირებით, სრულად მობილიზებული მედ-პერსონალითა და მკურნალობის გაუმჯობესებული რეჟიმით ებრძვის. „ინფიცირების შემთხვევების მატების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო გადავიდა როგორც ჰოსპიტალური, ისე პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზაციაზე. ამ ეტაპზე მობილიზებულია 5 500 კოვიდ საწოლი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ გეგმაზომიერად. ჩვენ ასევე მობილიზებული გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინ-კლინიკა, რომელიც გასულ წელს შევქმენით. მისი დახმარებით შევძელით ეფექტური პირველადი რეაგირების სისტემის ჩამოყალიბება. დამატებითი რესურსი გვაქვს მობილიზებული კლინიკური სასტუმროების სახით, რომელიც წარმოადგენს შუალედურ რგოლს ბინასა და კლინიკაში მკურნალობას შორის. კლინიკური სასტუმროების იდეა საერთაშორისო დონეზე იქნა აღიარებული და გაზიარებული, როგორც ახალი სიტყვა კოვიდის მართვაში. აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე ვადასტურებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, მისი საკადრო და ინფრასტრუქტურული რესურსით სათანადოდ არის მომზადებული კოვიდ-19-ის ახალი ტალღის ეფექტურად მართვისთვის“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)