20:56 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 14:17:06, 509 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ვაქცინებით მოსახლეობის შეუფერხებლად უზრუნველყოფისთვის

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციაზე უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის, სამინისტრო კოვიდ ვაქცინაციის  პუნქტების რაოდენობას ზრდის, სადაც პროცესი უსაფრთხოების უმაღლესი ზომების დაცვით წარიმართება.

მინისტრის განმარტებით, უახლოეს მომავალში,  ვაქცინაციის მხარდამჭერ პროცესებში  ახალგაზრდები ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით ჩაერთვებიან.

„სახელმწიფო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ვაქცინებით მოსახლეობის შეუფერხებლად უზრუნველყოფისთვის. ამ ეტაპზე  მიმდინარეობს ფაიზერის მილიონი დოზის მოწოდების ვადების დაზუსტება. მაისის ბოლომდე ჩვენ დამატებით მივიღებთ ასტრა-ზენეკას 86 000 დოზას და სინოვაკის 100 000 დოზას. 

ვაქცინაციაზე უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის, ჩვენ ეტაპობრივად ვზრდით კოვიდ ვაქცინაციის  პუნქტების რაოდენობას, სადაც პროცესი უსაფრთხოების უმაღლესი ზომების დაცვით წარიმართება. ასევე, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე. სულ მალე, ჩვენი ახალგაზრდები  ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით ჩაერთვებიან ვაქცინაციის მხარდამჭერ პროცესში. ისინი მოსახლეობას მიაწვდიან სრულ ინფორმაციას ვაქცინაციის შესახებ და ყველა მსურველს დაეხმარებიან ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაციაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics